logo_geo
ცოტნე გამსახურდია: ძალიან ვეცადე, რომ...
- +

15 ნოემბერი. 2016. 13:11


ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:



„რაში გვარგია ვაჟა-ფშაველა? შოთა რუსთაველი? გალაკტიონი, რობაქიძე, ტიციანი, პაოლო? „დიდოსტატის მარჯვენა"? რაში გვარგია ხახულის ხატი მუზეუმში, ან „მამაი ლომზე"? ოპიზარები - ბეშქენ და ბექა? რად გვინდა სვეტიცხოველი, სამთავისი, ქართული პოლიფონია, საერთოდ მუსიკა, ყველაფერი ის, რაშიც უშუალო და პირდაპირ ანაზღაურებას ვერ მივიღებთ?

 

ფული ან ოქრო რაში გვარგია, ბოლო-ბოლო? სავარგული და საჭირო, განათლების მინისტრის და მის მაქებართა აზრით, ნეტავ რა არის? ჭამა-სმა, სექსი და ძილი, თუ კიდევ რაიმე უფრო რადიკალურად კონსუმერისტული, პირუტყვული?!

 

საკმარისია, ხელმოწერა, ელემენტარული არითმეტიკული ოპერაციები, ბეჭდის დარტყმა და ჩეკის ამორტყმა იცოდე, სხვა რამე რაში სჭირდება ამ ქვეყნის ტიპის ბაზრობის მცხოვრებს?

 

P.S. ძალიან ვეცადე, რომ მამა-პაპურად არ შემეგინებინა..." - წერს ცოტნე გამსახურდია.





 

big_banner
არქივი