logo_geo
ოთარ აბესაძე სააკაშვილს: დარჩებით შავ ლაქად საქართველოს უახლეს ისტორიაში
- +

15 ნოემბერი. 2016. 13:13


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:



„ეს არის კლასიკური მაგალითი იმის, თუ როგორ უნდა შეარცხვინო საკუთარი ქვეყანა და ხალხი.

 

იყო ქვეყნის პრეზიდენტი, ნიშნავს იყო გარანტი სახელმწიფოებრიობის, კონსტიტუციის და იყო სამშობლოს პატრიოტი.

 

მსოფლიო პოლიტიკურ ელიტაში არ არსებობს სიტყვა „ყოფილი". ყველა ყოფილი პრეზიდენტი თუ პრემიერი ყოველთვის რჩება პრეზიდენტად და პრემიერად პოლიტიკური „შეგნებით".

 

ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ დიდი ხანია შეგუებულები ვართ, რომ საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ ყოველთვის დათმობთ საქართველოს ინტერესებს, მაგრამ დამიჯერეთ, მსგავსი პოლიტიკური ბაკქანალიის ჩამდენს არცერთი სახელმწიფოს გინდ ახალი და გინდ ძველი პოლიტიკური ელიტა არ მიიღებს, რადგან დაუწერელი წესია - გამყიდველობა ორჯერ ისჯება და არა ერთხელ. ვინც გაყიდა, იმისგან და ვისთანაც გაყიდა, იმისგან.

 

ვიზიარებ უკრაინელი ხალხის მწუხარებას და თანავუგრძნობ უკრაინულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს. მათ მიიღეს, კლასიკური გაგებით, ახალი პოლიტიკური მეტასტაზი.

 

თქვენ კი, ბატონო პრეზიდენტო, დარჩებით შავ ლაქად საქართველოს უახლეს ისტორიაში.

 

ეს ადამიანი არის სახე „ნაციონალური მოძრაობის" და ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს", - წერს ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში.





 

big_banner
არქივი