logo_geo
ნატალია კაპანაძე: სასწაულია! ტაძრის გარშემო ყველაფერი დამწვარია, ტაძარს კი ცეცხლი საერთოდ არ შეხებია!
- +

24 ივლისი. 2018. 21:55

 

 

საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ნატალია კაპანაძე facebook-ის პირად გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს:

 

„დღეს, 24 ივლისს ძალიან მძიმე და ტრაგიკული დილა გაგვითენდა საბერძნეთში! ამ მომენტისთვის 50 გარდაცვლილია, 200 მდე დაშავებული და უამრავი ადამიანი დაკარგული! უფალო დაუმკვიდრე ცათა სასუფეველი გარდაცვლილებს! საბერძნეთი ჩვენთვის ქართველი ემიგრანტებისთვის „მეორე სამშობლოა"! ჩვენ გვტკივა და მზად ვართ ვიდგეთ ბერძნების გვერდით! სასწაულად კი ამ საშინელ ცეცხლს გადაურჩა მატში მდებარე „ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი“ რომელიც, მამა ნიკოლოზ (კუმენდაკიმ) ააშენა. სასწაულად გადარჩა ასევე მამაოს საცხოვრებელი სახლიც, რომელიც ტაძრის მოპირდაპირე მხარეს მდებარობს! მამაო 96 წლისაა და ცოცხალი წმინდანია! ეს ხომ უფლის სასწაულია! ცეცხლი საერთოდ არ შეხებია ტაძარს და მამაოს სახლს! ყველაფერი ტაძრის გარშემო დამწვარია! უფალო, შეისმინე და მოგვიტევე ყველას ცოდვები! გაგვაძლიერე რწმენაში ! უფრო მეტი ლოცვა და უფრო მეტი თავმდაბლობა გვესაჭიროება! უფალი განსაცდელს გვიგზავნის და ეს განსაცდელი თითოეულმა უნდა განვლოთ რწმენით, ლოცვით, მარხვით და უფლის სიყვარულით! უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ მართლმადიდებლებო! უფალი იყოს თქვენი შემწე! ამინ!“

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი