logo_geo
ნინო ჯღარკავა: ტვინნარღძობი მიშისტები კედელ-კედელ თავს იმშვიდებენ
- +

15 ნოემბერი. 2016. 13:15


ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მისამართით სტატუსს აქვეყნებს:



„ტვინნარღძობი მიშისტები, რომლებიც „ნაცმოძრაობასაც" გაემიჯნენ, კედელ-კედელ თავს იმშვიდებენ, მიშას ტრამპი ამერიკის რომელიმე შტატში გუბერნატორად რომ დანიშნავს, მერე გასკდით გულზე, ქოცებოო. თქვე მართლა შეჭირვებულებო, ჩამოყალიბდით - იმ თქვენს გარეკილას უკრაინაში პრეზიდენტობისთვის ამზადებთ, ამერიკაში გუბერნატორად, თუ გვირაბის თხრით საქართველოში მოდის და დაგვამარცხებს გველეშაპივით, მიშა ღერძია და დედამიწა ბრუნავს მის გარშემოო", - წერს ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში.





 

big_banner
არქივი