logo_geo
ანი კიკნაძე: არც თავის მუხლი დაუმადლებია ამ ქვეყნისთვის, იმ დროსაც კი, როცა მისი ძმა გატაცებული იყო…
- +

2 ოქტომბერი. 2018. 00:53

 

 

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხრიდან თბილისის მერის, კახა კალაძის მისამართით გაკეთებულ განცხადებას,  ჟურნალისტი ანი კიკნაძე FACEBOOK-ის პირად გვერდზე ეხმაურება:

 

„არ გავაზიარებ ზაზა სარალიძის იმ საშინელ ვიდეოს, არც კალაძის დამცველი ვარ, როგორც პოლიტიკოსის, მაგრამ სამართლიანობა თუა სამართლიანობა იყოს.

 

კალაძესაც მოუკლეს ძმა და არც მისი ძის მკვლელობა ყოფილა გამოძიებული, კალაძე არ დამდგარა და ვიღაცეებისთვის ბრალდებები არ წაუყენებია ზეპირად, არც თავის მუხლი დაუმადლებია ამ ქვეყნისთვის და იმ დროსაც კი, როცა მისი ძმა გატაცებული იყო საქართველოს ჰიმნზე იდგა და ცრემლი მოსდიოდა.

 

სადღაც არსებობს ზღვარი და ეს კაცი თავად თუ ვერ იცავს, გვერდში მდგომებმა ურჩიეთ რა! – ვის და ვის, მაგრამ კალაძეს ნამდვილად არ ეკუთვნის ეს სამარცხვინო ბრალდებები.

 

შვილები კიდეც ის წითელი ხაზებია რომ არავინ უნდა გადაკვეთოს. სააკაშვილის ბავშვზე ვერ ვიტან რამეს რომ იტყვიან და ვერც სხვის შვილებზე მომეწონება. სირცხვილია!

 

ყოველთვის თავს ვიკავებდი სარალიძის თემაზე და კარგად იცით ყველამ არც კი დამიპოსტავს თვეებია. ეს უკვე აღარ შეიძლება!

 

წერა–კითხვის უცოდინრები ნუ მომედავებით იმაზე, რაც ჭეშმარიტებაა. სახელმწიფომ რომ საქმეები უნდა გამოიძიოს ეს ფეხი რაც ავიდგი და ენა ამოვიდგი იმის მერე ვიცი და არა ბოლო თვეების ზოგიერთივით“, – წერს კიკნაძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი