logo_geo
ვალერი ხაბურძანია: სულიც გაგძრობიათ, ოღონდ შვილებს მოეშვით!...
- +

19 ნოემბერი. 2016. 01:49

 

 

უშიშროების ყოფილი  მინისტრი ვალერი ხაბურძანია სოციალურ ქსელში წერს:

 

„მარი ხუა ნის, იგივე „პლანის", იგივე ანაშის, იგივე თრიაქის ლეგალიზაციის გამო. მე მიმაჩნია რომ მისი მოხმარებისთვის უნდა იყოს მზარდი ჯარიმა და რატომ?...

 

ისტორიული ფაქტია, სვიმონ მეფეს, იგივე სვიმონ დელს ( ნუ გიჟს, გადარეულს ნიშნავს) გორის ციხის ალყის დროს (ის იშვიათი შემთხვევაა ალყა ქართველებს რომ გვაქვს ციხისთვის შემორტყმული) თრიაქის მოწევის გამო ე. წ. „სუშნიაკი" (ოხ ეს რუსები...) დაეწყო და გორის ციხის ძირში გაშენებულ ბოსტნებში კულტივირებული ( პლანის კულტივირების მსგავსად) ტარხუნა მოინდომა, მეფეს ტარხუნა მონდომებიაო ... შეწირა ერთი რაზმი, 100 კაცამდე, მერე უფლისწული, ტახტის მემკვიდრე ჩაუყენა რაზმს სათავეში და ისინიც შეეწირნენ ტარხუნის მოტანას, მესამე რაზმმა მეფეს ტარხუნა მოართვა, მაგრამ ციხე ვერ აიღეს.

 

P.S. სული გაგძრობიათ პლანის მწეველებს, ოღონდ შვილებს და ტახტის მემკვიდრეებს მოეშვით".











 

right_banner big_banner
არქივი