logo_geo
ლევან გობრონიძე: ზალიკო, იმდენად აგაცანცარა სააკაშვილმა, ყველაფრის მკადრებელი გახდი!
- +

18 ოქტომბერი. 2018. 01:45

 

 

ბლოგერი ლევან გობრონიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„თვალში მომხვდა ზაალ უდუმაშვილის დასპონსორებული პოსტი ფეისბუქში, ეს არის მონაკვეთი სალომე ზურაბიშვილის გამოსვლიდან, რომელშიც ის ამბობს სიტყვა “შერწყმას”, თუმცა აქცენტის გამო მან ეს სიტყვა არასწორად წარმოთქვა, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ აიტაცა და არასწორად გაავრცელა, თითქოს მან თქვა სიტყვა “შევტყნათ” – იგივე გაიმეორა ნიკა გვარამიამაც და ბოლოს უდუმაშვილმა ფულიც კი გადაიხადა ამ არასწორი ინფორმაციის ტირაჟირებისთვის.

 

რისი თქმა მსურს, ესენი ბინძური ადამიანები არიან, და ზუსტად იმ მდგომარეობაში არიან, რაც უზრდელმა ნიკა გვარამიამ რამდენჯერმე გაიმეორა ეთერში, დიახ, ზუსტად მანდ ხართ და ალბათ ვერც ამოხვალთ. ახლა კი ვითხოვ, როგორც მოქალაქე, განმიმარტოს ზალიკომ, რა მოწოდებაა თქვენი მხრიდან ამ სიტყვაში. ერთ დროს მართლა სერიოზული იმიჯი გქონდა და იმდენად აგაცანცარა სააკაშვილმა, ყველაფრის მკადრებელი გახდი.. გილოცავ”– წერს გობრონიძე.

 

„ერთად უნდა შევტყნათ”- ეს არის ზაალ უდუმაშვილის მიერ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული და დასპონსორებული ტექსტი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი