logo_geo
ირმა ინაშვილი: ერთხელ ვიცეკვე აზერბაიჯანელი მეგობრის შვილის ქორწილში და...
- +

15 ნოემბერი. 2016. 13:30


„პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:



„მოკლედ, ერთხელ ვიცეკვე აზერბაიჯანელი მეგობრის შვილის ქორწილში და... ვანო ჯავახიშვილის სცენარისტებს იმის მერე მუზა ეჭედებათ, ჩემი ცეკვა რომ არ აჩვენონ... იმეორებენ, იმეორებენ და იმეორებენ. დალოცვილებო, მეასედ აჩვენებთ ერთი და იგივე ცეკვას, არ გეცოდებათ მაყურებელი?! იმ კვირაში იეზიდების ქორწილში ვარ დაპატიჟებული... „გოვანდი" უნდა ვიცეკვო!!! ამდენ წვალებას, გადამღები ჯგუფი გამომაყოლეთ, რომ ახალი ცეკვის მასალა გქონდეთ შემდეგი 3 თვის გადაცემებისთვის... თორემ ჩემი ცეკვის გარეშე, აშკარად დაკარგული გაქვთ სამსახური. თქვენი შვილების შიმშილის ცოდვას როგორ დავიდებ?! თებერვალში „სირტაკის" მწკრივშიც ჩაგსვამთ, წაგიყვანთ ბერძნების ქორწილში, თუ მანამდე კიდევ დარჩით ეთერში.

 

ისე მეცოდებით, თუ ქიბარ ხალვაშს გადაურჩით, მარტშიც მოვიფიქრებ, როგორ დაგეხმაროთ... უკვე „hava nagila"-ზე დაგპატიჟებთ... ამასობაში, თქვენი მიშიკოც გაისკვანჩება და მერე ზაქარია ფალიაშვილის „დაისიდან" ფრაგმენტი უკვე ნიკა გვარამიას შეასრულებინეთ. მე სიამოვნებით მოგისმენთ..." - წერს ირმა ინაშვილი.





 

big_banner
არქივი