logo_geo
„ირაკლი ოქრუაშვილმა „რუსთავი 2“ -ზე დაბრუნების კურთხევა მიიღო!”
- +

22 დეკემბერი. 2018. 00:53

 

 

„ვანოს შოუში“ ირაკლი ოქრუაშვილი გამოჩნდა, რაც ნიშნავს იმას, რომ იმათიანი ხარ. ანუ ამაზე თვით მიხეილ სააკაშვილის კურთხევაა მიღებული. სხვა შემთხვევაში ამ გადაცემაში ვერავის იხილავთ, ვინც ნაც.მოძრაობისთვის ან მისი ლიდერისთვის არის მიუღებელი.”– ამის შესახებ ბლოგერი ლევან გობრონიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„2007 წლის მოვლენების შემდეგ ოქრუაშვილი შავი სიის ლიდერი იყო, თუმცა ბოლო მოვლენებმა მტერ-მოყვარე გააერთიანა და ოქრუაშვილიც “მტრის” ბანაკში დაბრუნდა, საბოლოო დაგვირგვინება კი მისი გამოსვლა იყო ვანო ჯავახიშვილის შოუში, მისთვის დამახასიათებელი იაფფასიანი იუმორით, რომელზეც მხოლოდ ოქრუაშვილს ეცინება. არშემდგარმა პოლიტიკურმა ლიდერმა ისევ ძველ პატრონთან დაბრუნება ამჯობინა, რადგან სხვა გზა უბრალოდ არ იყო. ახლა დაიწყო მისი პოლიტიკური გზა, რომელიც მხოლოდ წრიულია და წინ არ მიდის. რომ იცოდე როგორი სასაცილო იმიჯი გაქვს“- წერს გობრონიძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი