logo_geo
ადა მარშანია: ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა, მაინცდამაინც არ მომწონს
- +

20 ნოემბერი. 2016. 12:02



„პატრიოტთა ალიანსის" წევრს ადა მარშანიას არ მოსწონს, რომ პარლამენტის შენობა ქუთაისშია. მისი თქმით გარდა იმისა, რომ ის ბევრ ხარჯებთან არის დაკავშირებული, არ უნდა დავივიწყოთ, რომ პარლამენტის ქუთაისში აშენებას შესანიშნავი ძეგლის აფეთქება და ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.



„ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა, მაინცდამაინც არ მომწონს. კარგად გახსოვთ, რომ ტრაგიკული ამბის შემდეგ მოხდა ამ შენობის აშენება. შესანიშნავი ძეგლი აფეთქდა და ორი ადამიანის მსხვერპლის ფასად აშენდა ეს. მიმაჩნია, რომ ქუთაისში პარლამენტის არსებობა, ბევრ ხარჯთან არის დაკავშირებული და არ მიწყინონ პატივცემულმა ქუთაისელებმა. უამრავი საბიუჯეტო ხარჯი მიდის ჩვენს ტრანსპორტირებაზე, დაბინავებაზე. ჯობია, ეს თანხები, უშუალოდ ქუთაისის კეთილმოწყობასა და ინფრასტრუქტურის  გაუმჯობესებას მოხმარდეს. ხედავთ თქვენ რა მდგომარეობაშია ქალაქი. ყველაზე სასიცოცხლო წყლის საკითხიც კი არაა მოგვარებული", - განაცხადა ადა მარშანიამ.

 

 

 

 

big_banner
არქივი