logo_geo
მერაბ მეტრეველი „ნაციონალებს“: რას ნიშნავს, შენი ერთადერთი ფუნქციაა ხელის შეშლა?!
- +

20 ნოემბერი. 2016. 12:50



ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი „ნაციონალური მოძრაობის" მისამართით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:



„ნაციონალური მოძრაობის" წევრებს რომ ეკითხებიან, რას გააკეთებთ პარლამენტშიო, თითქმის ყველა პასუხობს, მაქსიმალურად შევეცდებით დისკომფორტი შევუქმნათ ხელისუფლებასო. რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, მას მერე ასე ესმით საქართველოში ოპოზციის მთავარი ფუნქცია - ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნა! რა თქმა უნდა, ოპოზცია დისკომფორტს უნდა უქმნიდეს ხელისუფლებას, როცა ის რამე ცუდს აკეთებს, მაგრამ როცა ამას შენს მთავარ დანიშნულებად, ლამის ერთადერთ პრიორიტეტად აცხადებ, იმ მოტივით, რომ ბერკეტები შენ არ გაქვს და გადაწყვეტილებას სხვა იღებს, უკვე წარსულისკენ მიდიხარ და არა მომავლისკენ! რას ნიშნავს, შენი ერთადერთი ფუნქციაა ხელის შეშლა?! რა ხედვაა ეს?! რომელი საუკუნის?!", - წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში. 


 

 

big_banner
არქივი