logo_geo
ნათია ფანჯიკიძე ქალებზე, რომლებსაც ქალების მიმართ სოლიდარობა არ გააჩნიათ...
- +

31 იანვარი. 2019. 03:18

 

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, ქალების საქციელს, რომლებიც მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს გაკრიტიკებისას მამაკაცების აბსოლუტური თანამოაზრეები არიან.

 

გთავაზობთ ნათია ფანჯიკიძის სტატუსს:

 

„რა მაგის პასუხია და კაცები რომ ქლიავობების წერას იწყებენ ქალებზე, ქალთა მოდგმაზე და ა.შ. და ქალები რომ პარტნიორებად მიუცუცქდებიან ხოლმე, ცუდი სანახაობაა ჩემმა მზემ. ქალური სოლიდარობის არქონის გამო კი არა, სულაც არა. უპირობო სოლიდარობაც არ იქნებოდა გონიერებით გაჯერებული, – კაცის წინაშე კუდის ქიცინის ინსტინქტის გამო ემართებათ რაღაცნაირი კვერის დაკვრის სიხარული, კიო, კიო, "ჩვენ", შენ და მე ერთი აზრის ვართო და სპეციფიკური თანხმობა - მორჩილებით განიმსჭვალებიან თავისდაუნებურად. თითქოსდა წარმოსახვით მეტოქეებს იგერიებენ, როცა "სხვა ქალებს" კაცებთან ერთად განიკითხავენ. არადა, რა კარგია მშვიდი კაცების გარემოცვაში ყოფნა, სადაც უბრალოდ ხარ შენ შენი თავი, არავისთან შედარებით, არავისგან გაცალკევებული და არავისთან შეერთებული, არც კაცთან, არც ქალთან და არც დაპირისპირება გჭირდება იმისთვის, რომ შენი თავი გაგაჩნდეს" - წერს ნათია ფანჯიკიძე.

 

 

 

big_banner
არქივი