logo_geo
„თბილის დღეს - დაქანცული ჯდები მეტროში, ან ავტობუსში და იგონებ ცხოვრებას, რომელიც არ არსებობს!“
- +

31 იანვარი. 2019. 21:42

„თბილისი დღეს.

„დასაძინებლად მიდიხარ მაშინ, როცა არ გეძინება, რათა ადგე იმ დროს რა დროსაც არ გინდა ადგომა, რომ არ დაგაგვიანდეს იქ, სადაც არ გინდა წასვლა, რათა აკეთო ის რისი კეთებაც არ გინდა" და მაინც ვერ აღწევ იმას, რაც გინდა.

ცდილობდი, შეიძლება ახლაც ცდილობ ან მომავალშიც ცადო, მაგრამ მიზანი მაინც შორსაა...

დღის ბოლოს დაქანცული ჯდები მეტროში, ან ავტობუსში და იგონებ ცხოვრებას, რომელიც არ არსებობს, რომელიც შენ გინდა, რომ არსებობდეს. ამიტომაც უსმენს ბევრი მუსიკას, რათა გაიმარტივოს გზა ფანტაზიებში გასაკვლევად. მაგრამ, გულის სიღრმეში იცი, რომ ეს შენი ცხოვრება არაა და მაშინვე მოგიწევს რეალობაში დაბრუნება როგორც კი შენი გაჩერება მოვა. ამიტომ ფანტაზიებში წასულსაც კი დაღვრემილი სახე გაქვს. ასეთია საქართველოს მკვიდრთა უმეტესობისთვის რეალობა. როცა არ ცოცხლობ, უბრალოდ არსებობ.

რა იქნებოდა, რა დაიწერებოდა და რა აზრი მოუვიდოდა ადამიანს თავში ამ ფოტოზე, რომ მხიარული და მომღიმარი ადამიანები ყოფილიყვნენ აღბეჭდილი?!“ - წერს შოთა დიდიშვილი და ფოტოს აქვეყნებს.

 

 

big_banner
არქივი