logo_geo
ეკა კვიტაშვილი: ჩემი თაობის მეხსიერებაში ასეთად დარჩება გიზო ჟორდანია!
- +

20 ნოემბერი. 2016. 15:07



სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ეკა კვიტაშვილი სოციალურ ქსელში გიზო ჟორდანიასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:



„ჩემი თაობის მეხსიერებაში ასეთად დარჩება გიზო ჟორდანია!

 

რეჟისორი - განმანათლებელი, რომელმაც თეატრალებად გვაქცია მთელი თაობა, ადამიანი, რომლის სპექტაკლების შემდეგ ხელახლა გადავიკითხეთ „სამანიშვილის დედინაცვალი" და „ანა ფრანკი", რადგან მივხვდით, რომ რაღაც გამოგვრჩა აბზაცებს შორის. გვეგონა ვიცნობდით ესენინს, მან კი ლექსი „СОБАКЕ КАЧАЛОВА" ( Дай, Джим, на счастье лапу мне,

Такую лапу не видал я сроду) ისეთი ძალით და ენერგიით შემოიტანა სპექტაკლში, რომ ისევ გვაზიარა მის პოეზიას.

 

ამიტომ გული დამწყვიტა იმ ადამიანის წასვლამ, რომელმაც მთელ თაობებს ბავშვობა და ახალგაზრდობა გაგვილამაზა!", - წერს ეკა კვიტაშვილი სოციალურ ქსელში.




 

big_banner
არქივი