logo_geo
ნინო ჯღარკავა: ნაცებო, თქვენზე უტიფარი ადამიანები დედამიწის ზურგზე არ დაბადებულან
- +

20 ნოემბერი. 2016. 15:18



ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:



„არა რა, ნაცებო, თქვენზე უტიფარი ადამიანები დედამიწის ზურგზე არ დაბადებულან. 2007 წელს თელაველი მწყემსი ბახუტოვი რომ დააკავეთ ლაშა ჩოფიკაშვილის „მკვლელობისთვის", რომ აწამეთ და არარსებული მკვლელობა აღიარებინეთ, ის ჩოფიკაშვილი ლაშა კი თურმე მთაში ყოფილა მეცხვარედ და 4 თვის მერე დაბრუნდა თელავში ოჯახში. ეს საწყალი ბახუტოვი კი ისევ ციხეში იჯდა! ხოდა ამ სამარცხვინო ფაქტის მერე ენებს როგორ იტრიალებთ პირში და ის მოჭურნალისტო ელემენტები როგორ „გაპრავებენ" კიდევ! მოუხადეთ ბოდიში მაინც ამ ნაწამებ ადამიანს? დასაჯეთ ის პოლიციელები და პროკურორები? მეტი არაა ჩემი მტერი! უნამუსოს პირში აფურთხებდნენ და რა თბილი წვიმა მოდისო, ასეა თქვენი საქმე", - წერს ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში.

 

 

 

 

big_banner
არქივი