logo_geo
ხათუნა ხოფერია: სასწრაფოდ ვქმნი საერთო-სახალხო, პოლიტიკურ-ანტიფემინისტურ მოძრაობას „ბუტკისტები“!
- +

18 მარტი. 2019. 17:58

 

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სასწრაფოდ ვქმნი!!!

 

საერთო-სახალხო, პოლიტიკურ-ანტიფემინისტურ, ნეოკონსერვატიულ-ლიბერასტულ მოძრაობას!!!

 

„შედი, ქალო, „ბუტკაში“! შემოკლებით - „ბუტკისტები“!

 

იდეოლოგია - მემარჯვენე ბუტკისტური.

 

სლოგანები: „შენ არ მირჩიე, ძმაო?!“

 

„ჩემი „ბუტკა“ გერჩიოს სხვების პარტიას“.

 

„სავალუტო ფონდი არა კვახი! ჩვენ ჩვენი „ნეპ“- ი გვაქვ“

 

„ბუტკაში“ ავტომატურად წევრიანდებიან ჟურნალ-გაზეთების, სიგარეტის, „ჟუვაჩკის“, „კოკა-კოლას“ და ლატარეის ბილეთების დისტრიბუტორები! - რომლებიც შეითავსებენ აგიტატორ-კოორდინატორების ფუნქციას!

 

ყველა ჯიხურ-კიოსკ- ბუტკა-დახლი მოიაზრება მოძრაობის შტაბ-კვარწირად!

 

იაფი და იორღა!

 

ნუ დარჩები სახლში!

 

შედი, ქალო, „ბუტკაში“!

 

ბუტკისტური მოძრაობის ლიდერი და დროებითი აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელი, „ოქტომბრის გაკვეთილების“ ავტორი, ტროცკი... უკაცრავად, ხათუნა ხოფერია“, - წერს ხოფერია.

 

 

 

big_banner
არქივი