logo_geo
თეა თუთბერიძე: გიჟ მიშას რომ მხარს უჭერს, ისეთი ხალხი თქვენ რაში გამოგადგებათ?
- +

20 ნოემბერი. 2016. 23:43


თეა თუთბერიძე სოციალურ ქსელში „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით წერს. თუთბერიძე პარტიაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ენმ-ს რამდენიმე წევრს კითხვით მიმართავს - „ერთი ინტელექტუალური კარგი პარტიის შექმნა რა გაგიხდათ?"


„მოკლედ, ვკითხულობ სხვადასხვა სტატუსებს, უზარმაზარ პოსტებს და ერთი რამ ვერ გამიგია, თუ რატომ ვერ ხვდება ეს ხალხი მარტივ რაღაცას:

 

გაიგეთ პატივცემულებო, რომ მაგ პარტიის (ენმ-ის) ამომრჩეველი სხვაა, ისინი სხვა სიპრტყეზე არიან, თქვენ კიდევ სხვაზე. თქვენ თქვენსავით მაღალი ინტელექტის ამომრჩეველი გჭირდებათ, რომელიც თქვენ გაგიგებთ და თქვენ კიდევ მათ გაუგებთ (ეს თქვენ კრებითი სახელია და იმედია ხვდებით ვისაც ვგულისხმობ). ხო და ერთი ინტელექტუალური კარგი პარტიის შექმნა რა გაგიხდათ? გიჟ მიშას რომ მხარს უჭერს, ისეთი ხალხი თქვენ რაში გამოგადგებათ?",- წერს თუთბერიძე. 


 

big_banner
არქივი