logo_geo
„არ გიცნობ, მაგრამ მენატრები“… – ავარიაში გარდაცვლილი მოზარდის ფეისბუქ-პოსტი მამას…
- +

17 აპრილი. 2019. 14:33

 

„არ გიცნობ, მარა მენატრები“… - ეს პოსტი, ცოტა ხნის წინ თბილისში დაღუპულმა მოზარდმა გარდაცვლილ მამაზე სოციალურ ქსელში დაწერა.

 

რამდენიმე დღის წინ თბილისში შემზარავი ავარია მოხდა, რომელსაც 16 წლის ბიჭი ემსხვერპლა. დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ხეს შეეჯახა. მანქანაში ოთხი არასრულწლოვანი იჯდა, ერთ-ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ერთ-ერთი კი მესამე ხარისხის კომაშია, დანარჩენი ორის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

გარდაცვლილი ახალგაზრდა 16 წლის ნიკა ჯორჯაძეა. იგი „აგროჰაბის“ მარკეტინგის მენეჯერის სალომე გველესიანის შვილია. სალომეს ნიკა პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

 

ნიკას მამა, ზურა ჯორჯაძე წლების წინ ასევე ავტოავარიას ემსხვერპლა, მაშინ ნიკა 1 წლის და 4 თვის იყო. ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ახალგაზრდა სოციალურ ქსელში მამასთან ერთად ბავშვობაში გადაღებულ ფოტოს ავრცელებდა წარწერით: „არ გიცნობ, მარა მენატრები“…

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი