logo_geo
გიორგი უძილაური: გვარამიას კურცხალნარევ მოწოდებას ვუსმინე...
- +

21 ნოემბერი. 2016. 14:36



ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში „რუსთავი 2"-ის შესახებ წერს:

 

„რუსთავი 2"-ის ექსტრავაგანტური და მსახიობის ნიჭით საფუძვლიანად დაჯილდოებული დირექტორის, ნიკა გვარამიას კურცხალნარევ მოწოდებას ვუსმინე - გამოდით, დაიცავით „რუსთავი 2"-ო, ეს არხი კრიტიკული არხია და უჩვენოდ ევროატლანტიკური და დემოკრატიული მომავალი კვდებაო.

 

ყველა ხელისუფლებას სჭირდება კრიტიკული მედია. სხვა შემთხვევაში ყველა(!) ხელისუფლება თვითხიბლში შედის და იხრწნება.

 

მაგრამ „რუსთავი 2" არ არის კრიტიკული მედია, „რუსთავი 2" საერთოდ არაა მედია. ეს ტელეკომპანია უკვე 20 წელია წარმოადგენს ერთი კონკრეტული პოლიტიკური გუნდის(სმკ/ენმ) რუპორს და პოლიტიკურ აქტორს, რომელიც ვითარების შესაბამისად იცვამს ხან მედიის, ხან ჯალათის, ხან პოლიტიკური პარტიის მანტიას. თუმცა სასამართლო დავის საგანი ეს მანიპულაცია კი არა, არხის მესაკუთრეობაა. რა თქმა უნდა, გვარამიამ ეს არ ახსენა.

 

სამაგიეროდ, ბევრი ილაპარაკა „რუსთავი 2"-ზე, როგორც დემოკრატიის ერთადერთ შუქურაზე საქართველოში, რითაც უკვე მერამდენედ შეურაცხყო საქართველოში მოქმედი თავისუფალი მედიის წარმომადგენლები. გვარამიაც და დანარჩენი „ნაციონალური მოძრაობაც" თავს კვლავ თვლიან სხვებზე მეტად თანასწორებად, თუმცა ამავდროულად ითხოვენ კოლეგიალურ მხარდაჭერას. იმიტომ რომ, თურმე „რუსთავი 2" საქართველოში ევროატლანტიკური კურსისა და დემოკრატიის გარანტი ყოფილა... ამ არხმა ცხრა წლის განმავლობაში ამართლა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი, 9 წელი აბოლა და თვალებში ნაცარი აყარა იმ მოსახლეობას, რომელსაც დღეს დახმარებას და სოლიდარობას სთხოვს...მოსახლეობიდან რამდენმა დაიჯერა ევროატლანტიკური კურსისა და დემოკრატიის სიმბოლოდ თვითკურთხეული ნიანგის ცრემლების, სულ მალე გამოჩნდება", - წერს უძილაური.















 

big_banner
არქივი