logo_geo
გია გაბრიჭიძე: ყოველთვის იქნება საშიშროება, რომ შეიქმნას ახალი „რუსთავი 2“
- +

22 ნოემბერი. 2016. 01:25


 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:


„როგორი მოწოდებებიც არ უნდა გააკეთოს ნიკა გვარამიამ, როგორც არ უნდა „დაგვაფრთხოს" ე.წ. სამოქალაქო საზოგადოებამ იმით, რომ „რუსთავი 2"-ის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი იქნება დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული აქტი. ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ „რუსთავი 2" არის ენმ-ს პროპაგანდის განყოფილება და მას თავისუფალ მედიასთან არანაირი კავშირი არა აქვს. „რუსთავი 2"-ის ასეთი ფორმატით არსებობა ანალოგიურია იმისა, რომ არსებობდნენ სამაუწყებლო საშუალებები „პრავდა", ან „ფოლკიშერ ბეობახტერი".

 

რაც შეეხება დემოკრატიას და სიტყვის თავისუფლებას, პირდაპირ ვიტყვი, რომ სანამ საქართველოში არ დაინგრევა მოსახლეობისა და ხელისუფლების სნობისტური მიდგომა ისეთ სენსიტიურ საკითხთან, როგორიცაა მედია, მანამდე ყოველთვის იქნება საშიშროება, რომ ახალი „რუსთავი 2" შეიქმნას",- წერს გაბრიჭიძე.












 


 

big_banner
არქივი