logo_geo
ბაკურ სვანიძე: არ ფიქრობთ რომ მარაზმში და სრულ აბსურდში ხტებით?
- +

23 ნოემბერი. 2016. 01:34


 

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში წერს:


„ძმებო და დებო ჟურნალისტებო!

 

ალალად და მართლა მაინტერესებს - დაწყებული პრეზიდენტიდან, ოპოზიციონერი დეპუტატების გავლით და თქვენით, ჟურნალისტებით დამთავრებული, ძალუმად გაიძახით - "ამ ქვეყანაში აღარ უნდა იყოს არც ერთი სამსახურიდან დათხოვნილი ჟურნალისტი და არც ერთი დახურული ტელეგადაცემა და პოლიტიკური თოქ-შოუ!"-ო...

 

ანუ, რას მოითხოვთ? ჟურნალისტი რომ დაიწყებს მუშაობას რომელიმე არხზე, ან გაზეთში, ან საიტზე, მორჩა? ცხოვრების ბოლომდე იქ უნდა იყოს და თუ ამ მედიასაშუალების მმართველს, დირექტორსთუ მენეჯერს თუ რაც ერქმევა, ამ ჟურნალისტის მუშაობის სტილი არ მოწონს (აქ პროფესიონალიზმზე და კარგობაზე და ცუდობაზე არ არის საუბარი, რადგან ეს ძალიან სუბიექტურია) მას არ უნდა ჰქონდეს უფლება გაუშვას ის და მოიყვანოს მითვის სასურველი და მისაღები ჟურნალისტი? ან, დავუშვათ თუ რომელიმე ჟურნალისტმა რომელიმე არხზე გააკეთა გადაცემა ან თოქ-შოუ - ესე იგი "ეტა ნა ვსიუ ჟიზნ"? თუ როგორაა საქმე? ანუ, დავუშვათ, მე დამნიშნეს რომელიმე ტელევიზიის მენეჯერად და იქ მოვიდა რომელიმე ჟურნალისტი და გააკეთა თოქ-შოუ! გავიდა ერთი-ორი სეზონი და მე, როგორც მენეჯერს, მიმაჩნია, რომ ამ ჟურნალისტმა და ამ გადაცემამ თავისი თავი ამოწურა და მინდა სხვა ჟურნალისტი და სხვა გადაცემა - არ მაქვს უფება რომ ეს გადაცემა დავხურო, ეს ჟურნალისტი გავუშვა და სხვა გადაცემა გავაკეთო სულ სხვა ჟურნალისტებით, პროდიუსერებით და წამყვანით???? აბა, რატომ მქვია მე "მენეჯერი" ანუ "მმართველი"???? მაშინ დავაკომპლექტოთ ეს ტელევიზიები სამუდამოდ! არავის არ ქონდეს არც ერთი გადაცემის დახურვის და არც  ერთ ჟურნალისტის სამსახურიდან გაშვების უფლება და საერთოდ გავაუქმოთ მენეჯერებისა და მმართველების შტატი! და ვიყოთ ბედნიერად არა? და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ მერე არ იძახოს ვინმემ - არიქა, მე რომ დამხურეს ეს ხელისუფლების მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებააო? კოლეგებო! არ ფიქრობთ რომ მარაზმში და სრულ აბსურდში ხტებით????"


 

big_banner
არქივი