logo_geo
გიორგი უძილაური: სასაცილოები ხართ...
- +

15 ნოემბერი. 2016. 12:01


ფონდ „ქართუს" საზოგადოებასტან ურთიერთობის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:



7 ნოემბერი - მახსოვს, გვახსოვს.

 

და დღეს უკვე მეცინება თქვენზე, თქვენს ქინძურ და სასოწარკვეთილ ეშმაკობებზე - ადამიანის უფლებების დამცველობაზე, დემოკრატობაზე, სიტყვის თავისუფლების ქომაგობაზე...

 

სასაცილოები ხართ, თქვენს იმედებშიც და იმის რწმენაშიც, რომ ვიღაცას დაავიწყდა, რა მონდომებით აუპატიურებდით მთელ ერს და ერის ღირსებას. გგონიათ, რომ ვინმეს ან უყვარხართ, ან ეშინია თქვენი.

 

...შიში იყო იმ 7 ნოემბერს - თქვენი მეფობის ოქროს ხანაში, მაგრამ ახლა, ახლა, როცა დემოკრატიის სოროებში ვირთხებად ხართ შეყუჟული, ზოგი გაჟურნალისტებული, ზოგი გაენჯეოშნიკებული (თან ადამიანის უფლების დამცველის განხრით), ზოგი გაბიზნესმენებული, თქვენ ხართ სასაცილოები...

 

როცა ჯალათების ჯოგს ქინძებს დაგარქმევენ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი აღარ ეშინიათ, თქვენ დაგცინიან, თქვენ გიკიდებენ... მაგრამ არ გივიწყებენ. ეს თარიღი ქინძივით გექნებათ აკრული მთელი ისტორია და მთელი თქვენი ვირთხული ცხოვრება, რომელი სოროდანაც არ უნდა წკმუტუნებდეთ", - წერს გიორგი უძილაური.



 


 

big_banner
არქივი