logo_geo
გუბაზ სანიკიძე: მივრცელებენ, თითქოს მე პაატა იმნაძეზე, ამ ღვთისნიერ კაცზე, ცუდი რამე მეთქვას!
- +

16 მარტი. 2020. 18:37

 

გუბაზ სანიკიძე განცხადებას ავრცელებს.

 

„ჩემო კარგებო, დეზინფორმაციას მივრცელებენ, თითქოს მე პაატა იმნაძეზე, ამ ღვთისნიერ კაცზე, ცუდი რამე მეთქვას. თანაც დედასთან დაკავშირებით. ბოკერიას მიმართაც ყოფილა მსგავსი სისაძაგლე ამირან გამყრელიძეზე - ვუსმინე იმ დღეს. გაფრთხილებთ, სანამ სათითაოდ დაგასახელეთ, გონს მოეგეთ!

 

ახლა, რაც შეეხება ჩემეულ ანალიზს კორონავირუსზე და მიმდინარე მოვლენებზე. ნინო ბურჯანაძის ოფისში ვსაუბრობდით რა, მე და ბოცო წიკლაური. ისიც პრაქტიკულად დამეთანხმა, რა... ახლა რაშია საქმე... ხალხო, ძალიან მარტივად გეტყვით, იდეალურთან მიახლოებული ალგორითმით ვრცელდება ეს ვირუსი: ანგლო-საქსურ ცივილიზაციას ამჟამად ჰყავს ორი გლობალური მტერი - ჩინეთი და ირანი! ზედაპირზე დევს ყველაფერი, ხომ? და არ სჭირდება ამას მაკინდერი და ჰაუსჰოფერი, ხომ? გეოპოლიტიკაა ეს! შეხედეთ, ხალხო, სად ჩაისახა და სად გავრცელდა კორონავირუსი? რომელი ქვეყნები მოსრა ყველაზე მეტად? ვამატებ რამეს? ჩაისახა ჩინეთში და მოიყოლა ირანი. ნუ ამარტივებთ და ნუ აპრიმიტიულებთ საქმეს! გავყვეთ ახლა. რა არის კიდევ ე.წ. „მსოფლიო ლიბერალური მმართველობის“ მტერი? ეს არის ოჯახი და ეს არის ეკლესია. შეხედეთ მესამე ქვეყანას, რომელი მოისრა, რომელიც, ფაქტობრივად, აფეთქდა ჩვენს თვალწინ სნეულებისგან - ის ქვეყანა, რომელშიც არის ოჯახის და ეკლესიის კულტი - იტალიაა. არის? - არის! ახლა, მესამე ფაქტორი: იტალიაში გარდაცვლილთა საშუალო ასაკი ყოფილა 80 წელი. ჩემო მეგობრებო, ჩვენ ახლა „იუვენალურ ცივილიზაციაში“ ვცხოვრობთ, სადაც მოხუცი ადამიანი საჭირო აღარ არის, ტვირთია, ხარჯია, ის დროზე უნდა წავიდეს და ამ ციგან ბოვშებს უნდა დაუთმოს ადგილი. ჭყინტების ცივილიზაციაა ეს, ჭყინტების! ესაა - ეიჯიზმი, რამდენჯერ მითქვამს და მოისრნენ კიდეც მოხუცები. რას ნიშნავს ეს ცივილიზაციურად? კონფლიქტს თაობებს შორის? არა - უფრო მეტს. ნებისმიერ კონფლიქტს აუცილებლად ახასიათებს არანაკლებ ორი მხარე, ხომ? როგორც წესი, მეტ-ნაკლებობით ვიღაცა დამნაშავეა, ხომ? ჰოდა, დღეს დამნაშავეები მოხუცები აღმოჩნდნენ. უფრო ბრძენები და უფრო გამოცდილები აღმოჩნდნენ დამნაშავეები ჭყინტების ცივილიზაციის წინაშე. ეს სამი ფაქტორი არის უტყუარი მტკიცებულება, რომ „მსოფლიო ლიბერალური მმართველობა“, რომელიც, რასაკვირველია, ახლა ამერიკის ფინანსური წრეების და იმის ამბავია... კიდევ ერთ პატარა მინიშნებასაც მოგცემთ. ბოლოს - დესერტად! ხომ არ შემახსენებთ, რომელი აღმსარებლობის არის გენიალური ამერიკელი მსახიობი ტომ ჰენსკი, რომელსაც კორონა ეძგერა? მართლმადიდებელი ქრისტიანი ხომ არ არის შემთხვევით?! დანარჩენი თქვენ თვითონ გააგრძელეთ. ხალხო, მართლა ხომ არ გგონიათ, რომ ეს მაიაკში გალესილი ბიუროკრატია და უსახური პოლიტიკოსები მართავენ მსოფლიოს? იქ არის დახურული კლუბები, ბილდბერგის, იმის, ამის. ზოგი მასონებს ეძახის, ზოგი რას, მაგრამ ფაქტია, ეს წრეები მართავენ სამყაროს და არ ჩანან. გაგიგიათ „ფორბსის“ სიაში როტშილდები? არ გაგიგიათ, იმიტომ რომ ეს „ფორბსი“ ფასადია, ფასადი. ჟურნალის ყდაა. გაგახსენებთ, ჩემო მეგობრებო, რომ ანგლო-საქსური ცივილიზაცია, რომელიც ბრიტანეთში ჩაისახა, მერე იქედნესავით გამოჭამა დედის მუცელი და ამერიკის შეერთებულ შტატებში ავიდა თავის აპოგეაში, სწორედ იმ პერიოდში, როცა ბრიტანეთი მსოფლიო ჰეგემონობისთვის ემზადებოდა, ამ ანგლოსაქსური ცივილიზაციის უდიდესი ექსპორტისთვის ემზადებოდა, სწორედ მაშინ გაჩნდა შავი ჭირი ჩინეთში და გენუელი ვაჭრების ხელით, სულ ჩინური აბრეშუმით შეიტანა მაშინდელი მსოფლიოს მაშინდელმა მმართველობამ ეს საშინელი სენი იტალიაში და მერე მთელ ევროპაში. დამთხვევაა? ასეთი დამთხვევებისა მე არ მჯერა. ნუ ვიქნებით იმპერიების უსახელურო ჩემოდანი, ისედაც არ ვიცით, ვინ ვართ ცივილიზაციურად, არ ვიცით და ვერ გავიგეთ - რა გვინდა... ამიტომ, ყურადღება გვმართებს, ხალხო, ყველაზე დიდი კორონა - უწიგნურობაა. ამიტომ ჯერ წიგნი წაიკითხეთ, წიგნი, ხელების დასაბანად რომ არ გაგიხდეთ საქმე!“ - აცხადებს გუბაზ სანიკიძე.

 

 

 

 

right_banner big_banner
არქივი