logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: მალე მისი დაბადების დღეა, რომელიც პირველად მოდის მის გარეშე
- +

17 მარტი. 2017. 12:20



ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს:


ეს მხოლოდ მისი ჟესტია, ყველაზე სასურველი მისი შეგირდებისთვის, იმიტომ რომ ეს იყო ერთდროულად მოწონების, აღფრთოვანების, გაკვირვების და კმაყოფილების ჟესტი. ასე მხოლოდ ნოდარ ტაბიძეს შეეძლო გამოეხატა ემოცია და ეს იყო ყველა შეფასებაზე დიდი, ასე იყო, როცა რაღაც ისეთს, განსხვავებულ სადღეგრძელოს ამბობდა, ასე იყო, როცა გარიგებდა, გეფერებოდა - ოჰო, ჭაბუკო, ჩემო პატარა გოგო... და ვინ იყო ეს კაცი?- გალაკტიონის სისხლი და ხორცი, პროფესორი ნოდარ ტაბიძე, ჩემი ფაკულტეტის დეკანი, მერე უფროსი მეგობარი, ვისთანაც სულ მიმესვლებოდა, უფ, როგორი დამშვიდება იცოდა - არ გაქვს უფლება მოიწყინოო, გეტყოდა და გჯეროდა... მარტი მისი თვეა, მალე მისი დაბადების დღეა, რომელიც პირველად მოდის მის გარეშე, მე ისევ მის გაკვეთილებს ვიხსენებ და არ მინდა მოვიწყინო, თუმცა, ახლა ნამდვილად მაქვს მოწყენის უფლებაც და საფუძველიც...

1.არც ერთი დღე ფრაზის გარეშე!

2.სარედაქციო დავალებაზე, სოფლის ავტობუსით წადი და გზაში იმდენ რამეს მოისმენ, ნახევარი მასალა დაწერილი გექნება!

3. რთველზე რომ წერ, მაჭრის სუნი უნდა ვიგრძნო და გლეხიც დამანახო, მთელი წელი ვაზს რომ უვლიდა...

4.ყალბია, როცა ტკბილი ამბის გადმოსაცემად ტკბილ სიტყვებს ეძებ...

5. ფაქტი გადაამოწმე არაერთხელ, რომ დაგიჯერონ.

6. იფიქრე, რაც დაწერე, ისე დაწერე, წიგნად გამოსაცემად ღირდეს.

7. ფეხზე ავუდგეთ დედა უნივერსიტეტს, უნივერსიტეტის ჭადრები ყველაზე იდუმალი და კეთილი ჭადრებია დედამიწაზე!!!

ჩვენს სიგიჟეებს გაუმარჯოს!

ნოდარ ტაბიძე დიდი კაცი იყო!!!" - წერს კვაჭანტირაძე.




 

big_banner
არქივი