logo_geo
ლაშა გვასალია: დღეს, ღირსეული მამულიშვილის, ვახტანგ ხარჩილავას დაბადების დღეა!
- +

17 მარტი. 2017. 23:30


 

ლაშა გვასალია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და პოეტ ვახტანგ ხარჩილავას დაბადების დღეს ულოცავს.

 

„დღეს - ჩვენი საყვარელი და უცამაღლესი პოეტის, ბრწყინვალე პუბლიცისტისა და ღირსეული მამულიშვილის ვახტანგ ხარჩილავას დაბადების დღეა! ვულოცავ მთელი სულითა და გულით ჩემს მასწავლებელსა და უდიდეს მეგობარს დაბადების დღეს, მიხარია, რომ ჩვეული სიმხნევითა და ჯანმრთელობით „მიუყვება წლების წლებს..." ცალკე მსჯელობის თემაა მისი კლასიკური სიმაღლეებით აღვსილი პოეზია, პუბლიცისტიკა და რედაქტორობა! იმას მაინც ვიტყვი, რომ ყველაზე საჭირო და რთულ პერიოდში, როცა ქვეყანას თითქმის ყველა ბეჭდურმა საშუალებამ უგანა, ბატონმა ვახტანგმა შექმნა შეუვალი ბასტიონი „საერთო გაზეთის" სახით, შემოგვიკრიბა გარეშემო გულანთებული კალმოსნები და სწორება „ქართული ოცნებით" - ქვეყნის გამარჯვებისკენ გაგვაკეთებინა. ერთი სიამოვნებაა ვახოსთან მუშაობა, მომთხოვნი, მაგრამ პროფესიონალურად სამართლიანი რედაქტორი ყველაფერს აკეთებს, რომ სიმართლე გახადოს ნებისმიერი წერილისა თუ ინტერვიუს საფუძველი და ამ გზით ემსახუროს საყვარელ საქმესა და საფიცარ სამშობლოს!

მის შემოქმედებას ატყვია პირველადობის ისეთი ნიშანი, რომელიც სინამდვილესთან ერთად ასახავს ავტორის კონკრეტულ სათქმელსა და პოზიციას, შინაგანი განცდის საფუძველზე, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ფენომენოლოგიურ მომენტს!

იცის ვახტანგ ხარჩილავამ - ზეცისკენ ასასასვლელი ერთი გზაა მხოლოდ- მამულიშვილობისა და ნამდვიკაცობის! ის ღირსეული მამულიშვილი და ჭეშმარიტად ნამდვილკაცია!

გილოცავ, ჩემო დიდო და საიმედო მეგობარო, ჩემო უსაყვარლესო მოძღვარო, ვულოცავ შენს ლამაზ ოჯახსა და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ასე მარადისად ეძვირფასები, ჩვენს კვანწის ვულოცავ, ჩვენს ცაუტოლო მეგობარსა და თანამებრძოლოს! ქართველ მკითხველს ვულოცავ მისი უსაყვარლესი შემოქმედის იუბილეს! მრავალჟამიერ!

მე დაგამარცხე სიყვარულით

მე დაგამარცხე სიყვარულით,

სიყვარულის გალიაში ჩაგსვი და

ტყვედ წამოგიყვანე,

მე დაგამარცხე სიყვარულით

და შენს გალავანს,

სიძულვილის ქვა- ღორღით ნაგებს,

სიძულვილის დუღაბით შეკრულს,

ბზარი გაუჩნდა და ჩამოინგრა;

მე დაგამარცხე სიყვარულით

და მოთმინებით,

რადგან ვიცოდი,

რომ არსებობს წამი, როდესაც

მტერიც უყვართ!

აი, იმ წამს უნდა მიუსწრო,

იმ წამს უნდა დაუდარაჯდე,

როგორც უეცრად გაღებულ

კარებს,

რომ მოასწრო და შიგ შეხვიდე,

სანამ კარებს კვლავ ჩაგმანავდნენ.

მე დაგამარცხე სიყვარულით,

სხვა ლაშქარი მე არ მყოლია...

ვახტანგ ხარჩილავა

მიხარიხარ, მიყვარხარ და მეიმედები!

 

უღრმესი პატივისცემით ლაშა გვასალია", - წერს გვასალია. 


 

big_banner
არქივი