logo_geo
ხათუნა ხოფერია: ემზარ კვიციანი თუ ირაკლი აბესაძე? ... არა, ბატონებო!!!....
- +

25 ნოემბერი. 2016. 11:41



საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს:

 

„ემზარ კვიციანი თუ ირაკლი აბესაძე?

„პატრიოტთა ალიანსი" თუ „ნაციონალური მოძრაობა"?

...არა, ბატონებო!!!....

საკითხი სხვაგვარად, სხვა ჭრილში გადაიყვანეს სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმის ნარჩენებმა...

ვის უფრო ენდობით???

ვის ანდობთ სახელმწიფო საიდუმლოებებზე წვდომის უფლებას, „ნაციონალურ ნოძრაობას" თუ „პატრიოტთა ალიანს"?

ვინ არის საქართველოს მტერი - კვიციანი თუ აბესაძე?

ნაციონალებისთვის არც აბესაძე არის ღირებული და არც კომიტეტის თავმჯდომარის მესამე მოადგილის (!) პოსტი... მათთვის მთავარია პასუხი ერთადერთ კითხვაზე, ვის ენდობა „ქართული ოცნება"???....

„ქართული ოცნების" მხრიდან გამოცხადებული ნდობა კი ტოლფასია ქართველი ხალხის მხრიდან გამოცხადებული ნდობის (ასეა ჯერჯერობით)... ასე აღიქვამს ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო თანამეგობრობა და მტერ-მოყვარე!!!!

ახლა იფიქრეთ და გადაწყვიტეთ!!!! იფიქრეთ, ვის ენდობა ქართველი ხალხი???

მე ამ კითხვაზე პასუხი 2006 წელს გავეცი. მაშინ, როდესაც კოდორის ხეობის ასაოხრებლად და კვიციანის დასაჭერად დაძრული საჯარისო შენაერთები ხეობაში ჩასაქოლად და კოდორის მოსაკვეთად ვერ გაიმეტა ემზარმა და დევნილობაში წავიდა... არადა, შეეძლო!!! მაგრამ ვერ გაიმეტა რიგითი ჯარისკაცები და წლობით დაცული კოდორის მიწა!!! სწორედ ის მიწა, რომელსაც შემდგომ ზემო აფხაზეთი უწოდეს და რუსებს მიართვეს ლანგრით!" - წერს ხოფერია.




 

big_banner
არქივი