logo_geo
ნინო მიქიაშვილი: ღმერთმა შეაძლებინოთ ასეთი სამართლიანი გადაწყვეტილებების გამოტანა!
- +

25 ნოემბერი. 2016. 16:26




ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი facebook-ის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:



„ამ მოსამართლეებს ღმერთმა შეაძლებინოთ ასეთი სამართლიანი გადაწყვეტილებების გამოტანა!


80 წლის ანზორ მაძღარაშვილმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს სასამართლო მეორე ინსტანციაშიც მოუგო!

 

შეგახსენებთ, რომ ანზორ მაძღარაშვილი მირზაანში ფიროსმანის სახლ-მუზეუმის მმართველის თანამდებობაზე დაახლოებით ხუთი ათეული წელი მუშაობდა. თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ სასამართლოს მიმართა და სამსახურში აღდგენა მოითხოვა. სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე პაატა ნოზაძემ ანზორ მაძღარაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

 

დღეს, 2016 წლის 25 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. გოგიტა თოთოსაშვილთან ერთად საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილისა და ვანო წიკლაური.

 

დღევანდელ პროცესს ვესწრებოდი. სხდომის დასრულების შემდეგ ვიდეოკომენტარები ჩავწერე, რომელსაც ჩემს გვერდზე მოგვიანებით გამოვაქვეყნებ", - წერს ნინო მიქიაშვილი.



 

big_banner
არქივი