logo_geo
რუსუდან შარაძე: ასეთ სიცოცხლეს, ისევ ტყვია მირჩევნია!
- +

25 ნოემბერი. 2016. 19:45


 

გთავაზობთ გურამ შარაძის ქალიშვილის რუსუდან შარაძის facebook-სტატუსს:


ფრიბურგის უნივერსიტეტში, შვეიცარიის სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული, საუკეთესო მეცნიერები მიკითხავენ ლექციებს (ისევე, როგორც ადრე ჟენევის უნივერსიტეტში). სიამოვნებით ვუსმენ და ვუცქერ ამ ადამიანებს და თან გული მტკივა - მამაჩემი რომ ჰყოლოდათ ამათ, საკუთარ სისხლში აცურავებდნენ? ოჯახს გაუნადგურებდნენ?

 

მახსოვს, არაერთს (ჩემი აზრით, ყველა იდიოტს) უთქვამს, რა გინდა ამ პოლიტიკაში, წერე წიგნები, დიდი და პატარა ხელის გულზე გატარებსო. გურამ შარაძე ის კაცი იყო, თავისი კომფორტისთვის, მარტო წიგნები ეწერა?

 

ამიტომ იყო ის ერთადერთი! ხოლო მეცნიერები, მწერლები და პოეტები საქართველოში კი არიან ოხრად, მათ შორის, გენიალურებიც (დიდი ხნის გარდაცვლილები რომ მეგონა და თვალი რომ მომიკრავს, შემშინებია)... მართალია, საუკუნეების შემდეგ, მხოლოდ, მათი შემოქმედება შეფასდება და არავის ეხსომება არც მათი კურდღლობა, არც შემგუებლობა, არც კაცების გამაუპატიურებელი და მკვლელი სააკას მასპინძლობა, მაგრამ მაინც...

 

ასეთ ჩასვრილ სიცოცხლეს, ისევ ტყვია მირჩევნია! ჩემი მამიკო...", - წერს შარაძე.


 

big_banner
არქივი