logo_geo
გიორგი კეკელიძე: ორმა შესანიშნავმა გოგონამ ვახტანგისში სათემო ცენტრი დააფუძნა
- +

12 თებერვალი. 2021. 22:55

 

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისში სათემო ცენტრი დაფუძნდა. როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, ცენტრში უკვე მოეწყო ქართულენოვანი ბიბლიოთეკა.

 

„ცოტა ხნის წინ, ორმა შესანიშნავმა გოგონამ, აითაჯ ხალილმა და ნურანა მუსაევამ, გარდაბანში, სოფელ ვახტანგისში სათემო ცენტრი დააფუძნა. ვახტანგისი საზღვრისპირა სოფელია და იქ ეთნიკურად აზერბაიჯანელი ჩვენი თანამოქალაქეები ცხოვრობენ.

 

დღეს ამ ახალგაზრდებს ქართულენოვანი ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ“, - წერს სოციალურ ქსელში გიორგი კეკელიძე.

 

 

big_banner
არქივი