logo_geo
ნათია ფანჯიკიძე: ყველა მოზარდს ვთხოვდი, მთელი თქვენი გონიერების მოკრებით, მთელი ძალით გამოეყავით ასეთ საზოგადოებას!
- +

13 თებერვალი. 2021. 21:04

 

 

 

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ქობულეთში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

 

"14 წლის მოზარდი, ისედაც თვითდაზიანების მაღალი რისკ ჯგუფი, კიდევ ძალადობის მსხვერპლი, რაც თვითგანადგურების სურვილს აძლიერებს და შემდეგ იმ საზოგადოებრივი აზრის მიერ დათრგუნული, რომელ საზოგადოებასაც "დამნაშავედ" მსხვერპლი, სირცხვილად კი არა ძალადობა, არამედ მსხვერპლობა მიაჩნია. ყველა მოზარდს ვთხოვდი, მთელი თქვენი გონიერების მოკრებით, მთელი ძალით გამოეყავით ასეთ საზოგადოებას და ქვეცნობიერადაც არ იგულისხმოთ თავი მის წევრებად. თუ შორიდან და ზიზღით ყურებას ისწავლით ყველა გამკითხავი მენტალობის მქონე დაჯგუფების მიმართ, აღარ იქნება თქვენი სადარდებელი, რას ფუთფუთებენ ფსკერზე და რა ინსტინქტებით "არეგულირებენ" თავიანთ კაციჭამიურ, კარიკატურულ "მორალს".

 

ყოველდღე გახსოვდეთ, რომ თქვენ არ ეკუთვნით მათ, არაფერი გაქვთ საერთო მათთან და ამ ფსკერის ბინადრები დაკარგავენ ძალაუფლებას თქვენს ბედნიერებაზეც და თქვენს ტკივილზეც და ვეღარასდროს გაიძულებენ სიკვდილს.

 

პ.ს. ყველა ქალაქში უნდა არსებობდეს თავშესაფარი, სადაც ძალადობის მსხვერპლს შეეძლება დაცულ სივრცეში მიიღოს ჭერიც და დახმარებაც", - წერს ნათია ფანჯიკიძე.

 

 

big_banner
არქივი