logo_geo
მერაბ ხაჩიძე: თუ გაინტერესებთ, გეტყვით: სამარცხვინო ჟურნალისტიკაა ეგ!
- +

26 ნოემბერი. 2016. 16:00



ჟურნალისტი მერაბ ხაჩიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:



„ეს მაშინ ხდება, როცა ტელევიზია პროფესიულად სრულიად ბანკროტი და აღვირმიშვებულია. „პირველი TV" ამ მხრივ კონკურსგარეშეა!

 

თუ ასე არ არის, მაშინ გვითხრან, რა აზრი და პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა უდევს ხოლმე საფუძვლად ასეთი „ჯიუტი თხების" მიწვევას?! თანაც, როცა იცი, როგორ და რით დამთავრდება მათი „ღრმად ინტელექტუალური საუბარი"! ის თავის მართლება, რომ ჩვენ ვიწვევთ და ვინ როგორ მოიქცევა, წინასწარ როგორ გავარკვიოთო, ამ შემთხვევაში არ გამოდგება! შუბლაძეს არც ერთი გადაცემა ჯერ „ადინოჩკას" გარეშე არ დაუმთავრებია!

 

ამიტომ მერყეობს თქვენი საქციელი პროვოკაციასა და უვიცობას შორის და ამიტომ, მაგ ყველაფერს, ჟურნალისტიკასთან საერთო არაფერი აქვს!

 

წესების გარეშე ბრძოლის მსაჯების საკვალიფიკაციო კურსებზე მაინც იარეთ. აბა, ჟურნალისტიკა თქვენგან სხვა ხეირს ვერ პოულობს და უკეთესი რა გირჩიოთ?!

 

ტელევიზია არა კვატი!

 

ისე, მაგ ტელევიზიის მფლობელ-პატრონები თუ უყურებენ და ტკბებიან მაგ შესაშური ჟურნალისტური ოსტატობით - მთლად აშენებულხართ, თქვენც და მაყურებელიც!

 

სერიოზულად თუ გაინტერესებთ, გეტყვით: სამარცხვინო ჟურნალისტიკაა ეგ!!!" - წერს მერაბ ხაჩიძე სოციალურ ქსელში. 


 

 

 

big_banner
არქივი