logo_geo
ბიძინა კულუმბეგოვი: ქვეყნის სრულმასშტაბიანი გახსნა დაანონსდა, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ...
- +

25 თებერვალი. 2021. 17:54

 

 

ინფექციონისტი ბიძინა კულუმბეგოვი საქართველოში პანდემიის შეჩერების მიზნით დაწესებული რეგულაციების შემსუბუქების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ქვეყნის სრულმაშტაბიანი გახსნა დაანონსდა, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ აღნიშნული ფაქტი რეგულაციების (და არა შეზღუდვების) გამკაცრების და მეცნიერებაზე დაფუძნებული ინფორმაციის სახელმწიფოებრივ დონეზე გამოყენების აცილებლობის წინაშე გვაყენებს.

 

კვლევებით დადგინდა, რომ ინფექციის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკის მატარებელია: რესტორნები, სატრენაჟორო სივრცეები, ბარები და კლუბები, ეკლესიები ან რელიგიური თავყრილობები. ნაკლები რისკი შემცველია: ოფისები, სალონები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

 

P.S. ყველა ქვეყანას თავისი ტრადიცია და თავისებურება აქვს, ამიტომ ამ მონაცემების სრული ექსტრაპოლირება ჩვენთან 100%-ით ვერ მოხდება, თუმცა, ძირითადი საკითხები მუდმივი და უცვლელია.

 

20 თებერვლის მონაცემებით პირბადის ტარების მაჩვენებლი 72-დან 66% მდე ჩამოვარდა, სამიზნე 95%-ია!“ - წერს კულუმბეგოვი.

 

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნა 25 თებერვლიდან დაიწყება.

 

25 თებერვლიდან სამთო კურორტებზე სასტუმროები გაიხსნება;

 

8 მარტიდან სამთო კურორტებზე საბაგიეროები გაიხსნება.

 

ბათუმში 1 მარტიდან, დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ შაბათ-კვირის გარდა;

 

25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება;

 

1 მარტიდან კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება;

 

1 მარტიდან ფუნქციონირებას აღადგენენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის ტესტირების პირობით;

 

15 მარტიდან განაახლებენ მუშაობას სპორტული დარბაზები უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების აუდიტორიებში ჩატარებას შეძლებენ 1 მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესი აუდიტორიებში აღდგება 15 მარტიდან;

 

15 მარტიდან განახლდება სასკოლო წრეები;

 

1 მარტიდან საქმიანობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას 15 მარტიდან შეძლებენ, საქმიანობას სრულად მაყურებლების დასწრებით 1 აპრილიდან შეძელებენ;

 

კომენდანტის საათი ძალაში რჩება.

 

შაბათ-კვირას მუნიციპალური ტრანსპორტი იმუშავებს - მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შაბათ-კვირას მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა მიმდინარე კვირიდან მოიხსნება.

 

 

big_banner
არქივი