logo_geo
ლევან ღვინჯილია: ნუ უკვდავყოფთ გავრილოვის გვარს საქართველოში!
- +

2 მარტი. 2021. 19:57

 

ენათმეცნიერი, ლევან ღვინჯილია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დამკვირდებული ტერმინი - „გავრილოვის ღამე“ მოსაწონი შესატყვისი არაა.

 

„მოგმართავთ იმ ჟურნალისტებსა და „პოლიტიკოსებს“, რომლებმაც დაამკვიდრეთ ტერმინი „გავრილოვის ღამე“!

 

იმაზე თუ გიფიქრიათ, რომ ამით უკვდავყოფთ იმ ვიღაც გავრილოვის სახელს?

 

ადვილად მისახვედრია, რომ „ბართლომეს ღამე“ გაგიგონიათ და ამის კალკირებით შექმენით „გავრილოვის ღამე“, მაგრამ არა მგონია, ეს დიდად მოსაწონი „მიგნება“ იყოს, რამდენადაც ამას ახლავს ის მეორე, ნეგატიური შედეგი, რაზეც აქვე უკვე მოგახსენეთ.

 

გავრილოვის სახელის უკვდავყოფა ჩვენი, ქართველების, ზეამოცანა არ უნდა იყოს. დაფიქრდით ამაზე!

 

თუ მაინცადამაინც კალენდარული მითითება გჭირდებათ, შეგიძლიათ თარიღი დაასახელოთ „20 ივნისის (და არა – “გავრილოვის“) ღამე“.

 

ნუ უკვდავყოფთ ვიღაც გავრილოვის გვარს საქართველოში. ეს არაფერს მოგვცემს“, – წერს ლევან ღვინჯილია.

 

big_banner
არქივი