logo_geo
ნინო ახობაძე: დღეს ჩემი დედა ბედნიერი ვნახე, მადლობა ბ-ნ კობა კობალაძეს
- +

9 მარტი. 2021. 00:06

 

„ჩემთან სახლში მოვიდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ბ-ნი კობა კობალაძე თავის თანამშრომლებთან ერთად და მე-ოდესღაც სამხედრო სამსახურის მაიორს, ვეტერანს და ამჟამად ოჯახური პირობების გამო უმუშევარს 8 მარტი მომილოცა!“, - ამის შესახებ  სამხედრო ექიმი, ომის ვეტერანი ნინო ახობაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

 

„დღეს საკმაოდ უცნაური და კარგი დღე გათენდა ჩემთვის. უკვე იმდენი ხანია სახლში ვზივარ, იმდენი ხანია აქტიური ცხოვრებიდან გადავედი პასიურზე...

იმდენი ხანია ჩემთან საპატიო სტუმარი არ მოსულა პანდემიის გამო და იმდენი ხანია ყვავილი არ მიმიღია საჩუქრად...  რომ სიხარულისგან კინაღამ გავგიჟდი როცა ჩემთან სახლში მოვიდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ბ-ნი კობა კობალაძე თავის თანამშრომლებთან ერთად და მე-ოდესღაც სამხედრო სამსახურის მაიორს, ვეტერანს და ამჟამად ოჯახური პირობების გამო უმუშევარს 8 მარტი მომილოცა!

 

დღეს მე ბედნიერი ვიყავი. 1995 წლიდან თავდაცვის სისტემაში ვარ; ჩემი სამხედრო ჰოსპიტალი, რომელიც აღარ არსებობს,  ჩემი მეორე ოჯახი მგონია დღემდე;

ჩემი სამედიცინო ბატალიონიც (რომელიც ასევე აღარ არის) მეამაყება; და ის საჩუქრები და ის დაფასება, რაც დღეს მე შევიფერე, აბსოლუტურად ყველა ჩემი კოლეგის და თანამშრომლისაც არის.

 

დღეს ჩემთან სტუმრად მოვიდა ადამიანი, რომელიც ჩემს დედიკოს მიეფერა და ტორტიც თავისი ხელით აჭამა გენერალმა-ჩემს დედას, რომელიც ვერ მიხვდა რა ხდებოდა, მაგრამ თვალებით იღიმოდა მე დღეს ჩემი დედა ბედნიერი ვნახე;

მადლობა ბ-ნ კობა კობალაძეს ადამიანობისთვის, უბრალოებისთვის, სითბოსა და დაფასებისთვის. ეს არ ყოფილა პიარ-სვლა. არც მას ვჭირდები მე არაფერში, და არც მე ის.

ეს იყო კაცური ნაბიჯი რომელმაც ჩემი ნაცრისფერი დღეებიდან ერთი მარტის  დღე გამიფერადა...  მადლობა!!!

ვეტერანთა დეპარტამენტს  გავგიჟდებოდი ეს რომ არ დამედო“, - წერს ახობაძე სოციალურ ქსელში.

 

big_banner
არქივი