logo_geo
გია გაბრიჭიძე: კარგია არა, რუსთაველზე უსაქმურად ტანტალი?
- +

21 მარტი. 2021. 02:37

 

„კარგია არა რუსთაველზე უსაქმურად ტანტალი?“, - ასე ეხმაურება ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებას, რომ „დღეიდან ოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის“.

 

უდუმაშვილმა ასევე თქვა, რომ ოპოზიცია 15 მაისს რუსთაველის გამზირზე კვლავ შეიკრიბება.

 

„პარლამენტთან შეკრება კი არა, სოფლებში წავიდნენ, უამრავი საქმეა გასაკეთებელი.

დაბარვა, გასხვლა, შეკეთება... რა ჩამოთვლის, უამრავი საქმეა.

არადა რო შეხედავ, ისეთ ჯანზე არიან თითოეული ერთ ჯერზე კაი იაპონური ხელის ტრაქტორის საქმეს გააკეთებს.

მამენტ თუ არ იშლიან, ბარემ 17 მაისს დაუმთხვიონ, ასეა თუ ისე, მაინც პროფესიული დღესასწაულის დღე აქვთ“, - წერს გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

 

big_banner
არქივი