logo_geo
ნინო ნაცვალაძე: ვაქცინაციის დასაწყისი არსად ისე მტკივნეული არ ყოფილა, როგორც საქართველოში
- +

21 მარტი. 2021. 19:46

 

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნინო ნაცვლაძე საქართველოში დაწყებულ ვაქცინაციაზე და ახალციხელი ექიმის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

 

 

 

როგორც ნინო ნაცვლაძე წერს, ანაფილაქსიური შოკით გარდაცვალების ფაქტმა საქართველოში სამედიცინო რეფორმის გატარების აუცილებლობა დაგვანახა.

 

 

 

ასე მგონია, რომ ვაქცინაციის დასაწყისი არსად ისე მტკივნეული არ ყოფილა, როგორც საქართველოში. ამას თავისი მიზეზები აქვს. მთავარი მიზეზიახალგაზრდა გოგონას სიკვდილია, რომელმაც გადაწონა ყველაფერი, დაადუმა და დაამუნჯა მთელი საქართველო. მართალია ექსპერტიზის დასკვნამდე არ უნდა აკეთებდე ადამიანი კომენტარს, მაგრამ მაპატიეთ, თუ გავკადნიერდები დაფეისბუქისჩემს გვერდზე ჩემსავე ეჭვს და მოსაზრებებს გამოვთქვამ.

 

 

 

ძალიან მიჭირს დავიჯერო, რომ დღესდღეობით ვაქცინით გამოწვეული ანაფილაქსიური რეაქციებიდან ერთადერთი, ფატალური, თერაპიის მიმართ მდგრადი ანაფილაქსია მაინცდამაინც საქართველოში დაფიქსირდა.

 

 

 

მიჭირს არა იმიტომ, რომ ანაფილაქსიური შოკით გარდაცვლილი არ გამიგია, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს სამედიცინო სისტემის გამართულობაზე და ექსტრემალურ სიტუაციაში მზადყოფნაზე ჩემეული შეხედულება მაქვს.

 

 

 

მეგის გარდაცვალების შემდეგ უპირველესი სატკივარი, ცხადია, უდროოდ წასული ახალგაზრდა სიცოცხლეადა მერე მოდის კითხვა:

 

 

 

რა უნდა უთხრა საზოგადოებას, ანტივაქსერებს კი არა, იმ ადამიანებს, რომლებიც გაორებულია და სვამენ ადექვატურ კითხვებს?!

 

 

 

როგორ გინდა დააჯერო, რომ თვითონ არ გახდება მორიგი მსხვერპლი?!

 

როგორ უნდა აუხსნა კიდევ, რომ ვაქცინა ჯერჯერობით ერთადერთი გონივრული საშუალებაა, რომ თავი დავაღწიოთ ამ წყეულ ვირუსს?! როგორ გინდა ერთ დღეში გააქარწყლო ყველა ის მოსალოდნელი გვერდითი მოქმედების უვნებლობა, რომელზეც ბევრი მითქმა-მოთქმაა?! როგორ გინდა დღევანდელ საქართველოში , როცა მოქალაქეთა უმრავლესობა თითქმის დაუცველია, სხვისთვის თავგანწირვა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა მოსთხოვო საზოგადოებას?!“, – წერს სოციალურ ქსელში ნინო ნაცვალაძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი