logo_geo
„გლოვოს“ კურიერის ემოციური მიმართვა
- +

21 მარტი. 2021. 23:04

 

სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში “გლოვოს” კურიერმა ემოციური პოსტი გამოაქვეყნა და მომხმარებლებს მიმართა:

 

სასოწარკვეთილო მომხმარებლებო, ყველანი ღირსები ხართ რო იმაზე მეტად წარგეკვეთოთ ეგ სასო, ვიდრე ახლა გაქვთ, კარგი მომსახურება გინდათ? იმ მომსახურებას იღებთ რისი ღირსებიც ხართ. და იმაზე უკეთესსაც კი იღებთ ვიდრე იმსახურებთ.

გაინტერესებთ რატომ? მე ვარ გლოვოს კურიერი, გუშინ ვიმუშავე თითქმის 12 საათი, ამ 12 საათში ვერ მოვასწარი 30 შეკვეთაც კი, და იცით რატომ, იმიტომ რომ ყველამ ვისი შეკვეთაც შემომივიდა, ცალკე დამირეკა და მთხოვა მაღაზიაში გამევლო და სიგარეტი წამომეღო, ზოგმა კოლაც დაუმატა და ასე შემდეგ. ანუ, მე ყოველ შეკვეთაზე მომიწია რო კიდევ ცალკე მაღაზიაში გავჩერებულიყავი, დრო დამეკარგა, საკუთარი ფულით მეყიდა რაღაც და მერე წამოვსულიყავი კიდევ. ყველას იმიტო ვამბობ რო თუ ერთს უკეთებ, სხვასაც უნდა გაუკეთო და უჯიგრო. ხო და ამ ჯიგრობაში დავკარგე საათები გუშინ, ამ საათებში კი მინიმუმ კიდევ 20 ლარს გავაკეთებდი და ვერ გავაკეთე.

ვისაც მაღაზიაში გავეგზავნე, კაციშვილმა თიფი არ დამიტოვა. ანუ მე თქვენ გამო დავკარგე მინიმუმ 20 ლარი და არავინ იკადრეთ რომ 1 ლარი მაინც წაგემატებინათ იმ 7.50 ლარიან ქვიათარზე რომელიც მაგ სიგარეტს მოვაყოლე. აი ასეთები ხართ მომხმარებლები და ზუსტადაც იმსახურებთ იმას, რომ არც ერთი კომპანია ადამიანურ ფაქტორს არ ითვალისწინებს და ცდილობს ყველანაირად მაქსიმალური მოიგონ თქვენგან და მინიმალური გადმოგცენ და კიდევ, კარტოზიას ქუჩაზე, 2 დასახლების მაცხივრებლებო, თუ აქ ხართ, თქვენ საერთოდ ღირსები ხართ რო კურიერმა თქვენი შეკვეთა დაუტოვოს დაცვას შლაგბაუმთან და თქვენვე ირბინოთ მერე ასაღებად, იმიტომ რომ თქვენი მოთხოვნის გამო აუკრძალეს კურიერებს თქვენს ეზოში შესვლა თავიანთი ტრანსპორტით, რის გამოც გციწევს ტრანსპორტის შლაგბაუმთან დაყენება, ფეხით გავლა მთელი ეზოსი, ამ ტვირთის თრევა და სახლის ძებნა. არ გაგიკვირდეთ რომ ერთ დღეს ამოგვასხას კურიერებს და მართლა ეგრე გავაკეთოთ, იმიტო რო ჩვენ ტრანსპორტად მითითებული გვაქ მოპედი, ველოსიპედი ან მანქანა, და სულაც არ ვართ ვალდებულები რომ ფეხით ვიაროთ 100, 200 მეტრი და ზოგჯერ უფრო მეტიც რო შეკვეთა მოგიტანოთ სანამ თქვენ დივანზე განისვენებთ.” -წერს კურიერი.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი