42 წლის ჟურნალისტი სოფიკო შევარდნაძე გასულ კვირას ბიჭის დედა გახდა.
ცნობილ ტელეწამყვანს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი არ უყვარს. ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღიარა, რომ უჭირს მისთვის შესაფერისი მეორე ნახევრის მოძებნა, როდესაც თვალწინ ჰყავს 2 ისეთი იდეალური მამაკაცი, როგორებიც ბაბუამისი და მამამისი არიან.
სოფიკო 21 წლის იყო, როცა დაგეგმილი ქორწილი ჩაშალა და დღემდე არ დაქორწინებულა.
„ერთი კვირის წინ, ჩემი სამყარო თავდაყირა დადგა!
ანდრია 23.03.2021
მადლობას გიხდით ყველას თქვენი მილოცვებისა და კეთილი სურვილებისთვის“, - წერს სოფო შევარდნაძე და ფოტოს აქვეყნებს.