logo_geo
ზვიად კირტავა: დედას, რომელიც 87 წლისაა, ძალიან უნდა მშობლიურ სოფელში ჩასვლა - პირველი ნაბიჯი გადადგა - იმედია, მეორე აცრასაც წარმატებით ჩაიტარებს
- +

30 მარტი. 2021. 02:20

 

 

„ჯეოქეისის“ მკვლევარი, პროფესორი ზვიად კირტავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დედას (87 წლისაა) ძალიან უნდა მშობლიურ სოფელში ჩასვლა. ჰოდა, პირველი სერიოზული ნაბიჯი გადადგა - იმედია, მეორე აცრასაც წარმატებით ჩაიტარებს და ზაფხულში ოცნებას ავუსრულებთ.

მანამდე კი, Astrazeneca-ს წყალობით, პოსტვაქცინაციის 40-წუთიან პერიოდში პატარა დარღვევის უფლებით ისარგებლა - ნიღაბი ჩამოიწია, რადგან 5 მეტრის რადიუსში არავინ იყო, დავყაბულდი...

ინსულტის შემდეგ (2015 წ.) მუდმივად ვარფარინზეა. ანალიზები გადავამოწმეთ და INR (2.66) და სხვა მონაცემები წესრიგშია. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება!

კიდევ ერთხელ მადლობა რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს!  დედას ექთნად მუშაობის 50-წლიანი სტაჟი აქვს და ძალიან მადლიერია კოლეგების!

აქვე მინდა ხაზგასმით გავიმეორო - ვაქცინის არც პირველი დოზა და არც მეორე არ გვაძლევს იმის ფუფუნებას, რომ პირბადის ტარებაზე და დისტანცირების დაცვაზე უარი ვთქვათ.  ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მასობრივ შეკრებებში მონაწილეობაზე თავშეკავება, თუ იქ დისტანცირების დაცვა ვერ ხერხდება“, - წერს კირტავა.

 

big_banner
არქივი