logo_geo
ალექსი მოსიაშვილი: ასეთი წელში მოხრილიც კი ზურგზე იტევთ და ტვირთულობთ საქართველოს ტკივილებს, გმადლობთ!
- +

30 მარტი. 2021. 14:02

 

თეოლოგი და ხატმწერი ალექსი მოსიაშვილი სოციალურ ქსელში, პატრიარქის ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

 

„დღეს, ამ ფოტოებს რომ ვუღებდი პატრიარქს, ვაანალიზებდი, თუ როგორ დამძიმებული, დაღლილი, ტკივილიანი, დარდიანი, განსაცდელებით და ზურგში ლახვარ-ჩარტყმებით სავსეა, მაგრამ ხალხისთვის ი მ ე დ ი ა ნ ი  შეუპოვარია!!!

 

 დიახ, მისი  უბრალოდ არსებობითაც კი ბედნიერი და იმედიანი... რადგან მისი ნათქვამი  -  „ნუ გეშინიათ“  გადასწონის ხოლმე ადამიანების მთელ ტვირთს.. ხომ ამბობს ხოლმე თითქოს ღმერთს ქონდა ჩაკიდებული ხელი ჩემთვის და ისე მატარებდაო... და ისიც ხომ თქვა - „დავიღალეო“ -  ჰოდა, ახლა ყველაზე მეტად უნდა ვთხოვოთ ღმერთს,  რომ კიდევ დიდ ხანს არ დაგვეღალოს! კიდევ დიდხანს ვთხოვთ ღმერთს, რომ კვლავაც ჩაკიდოს ხელი და ისევ ატაროს და შეუმსუბუქოს მისი უმძიმესი ჯვარი.... მიანიჭოს ჯანმრთელობა, შესაძლებლობა და უნარი რომ მრავალი წელი გვანუგეშოს მისი დალოცვით და ლოცვით...

 

ევრი „იუდა“ აღმოჩნდა მის ირგვლივ, რომელიც ამბორით გასცემდა და  გასცემს, და კვლავაც გამოჩნდებიან, მაგრამ ტალახის სროლით მათ ესვრებათ ხელი, თქვენ კი ბრილიანტივით უფრო და უფრო ბრწყინავთ! დიახ, თქვენ შექმენით დიდი ეპოქა, უწმინდესო!

 

ასეთი წელში მოხრილიც კი ზურგზე იტევთ და ტვირთულობთ საქართველოს ტკივილებს, რისთვისაც, უბრალოდ, გმადლობთ“, - წერს ალექსი მოსიაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი