logo_geo
ალეკო შუღლაძე: ზურაბ რთველიაშვილს დახმარება სჭირდება - მოულოდნელად, თავს ონკოლოგიური ავადმყოფობის რთული ფორმები დაატყდა
- +

31 მარტი. 2021. 20:29

 

 

პოეტ ზურა რთველიაშვილს, რომელიც რამდენიმე დღის წინ კლინიკაში მოათავსეს, სიმსივნე აღმოაჩნდა. აღნიშნულის შესახებ მწერალი ალეკო შუღლაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„დღეს ჩემი ახალგაზრდობის მეგობარს, საოცრად კეთილშობილ პიროვნებას, პოეტ ზურაბ რთველიაშვილს დახმარება სჭირდება. როგორც ხდება ხოლმე, რაღაცნაირად მოულოდნელად, თავს ონკოლოგიური ავადმყოფობის რთული ფორმები დაატყდა და ზურას მძიმე ბრძოლა მოუწევს.

მის გამძლეობაში და ძალისხმევაში ეჭვი არ მეპარება, ვიცი, ბოლომდე და გამარჯვებამდე იბრძოლებს... აი, ფინანსური შესაძლებლობებია ხოლმე ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის აქილევსის ქუსლი. ოჯახის წევრები და მეგობრები მის შვედეთში გადაყვანას ვგეგმავთ. დანარჩენს უკვე ხვდებით, - ეს ძვირი ჯდება.

მისი მეუღლის,  Nino Amirejibi -ის ანგარიშის ნომრებს დავდებ, და გთხოვთ, როგორც შეძლებთ, ისე დაეხმარეთ. ყველაფერზე, ერთ ლარზეც მადლობელი დაგრჩებით.

ნინო ამირეჯიბი

GE46BG0000000161695587 - საქართველოს ბანკი

GE18თB7722245161600002 - თიბისი ლარი

GE77თB7722236110100006 - თიბისი $“, - წერს შუღლაძე.

 

right_banner big_banner
არქივი