logo_geo
ზურაბ გურული: დიდი მადლობა დაფასებისათვის, ამერიკა!
- +

7 აპრილი. 2021. 00:27

 

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ზურაბ გურული მისისიპის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სრული პროფესორი გახდა.

 

,,1995 წელს ჩამოვედი პირველად ამერიკაში. მერე იყო გრძელი გზა, უბრალო რეზიდენტიდან დაწყებული და დღეს უკვე სრული პროფესორობა მომილოცა მისისიპის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლამ.

 

მისისიპის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა კი ის სკოლაა, სადაც 1963 წლის 11 ივნისს, ბრწყინვალე ქირურგმა ჯეიმს ჰარდიმ მსოფლიოში პირველად განახორციელა ფილტვის ტრანსპლანტაცია ადამიანებში.

 

ძალიან მეამაყება, რომ ამ აკადემიური სკოლის წარმომადგენელი ვარ.

 

დიდი მადლობა დაფასებისათვის, ამერიკა!

 

დიდი მადლობა მისისიპი!”, - წერს ზურაბ გურული.

big_banner
არქივი