logo_geo
დავით გადელია: გაფრთხილდით - აცრა არ ნიშნავს იმას, რომ იმ დღიდანვე დაცული ხართ ინფექციისგან!
- +

7 აპრილი. 2021. 02:38

 

,,ბატონებო და ქალბატონებო! გაფრთხილდით: აცრა არ ნიშნავს იმას, რომ იმ დღიდანვე დაცული ხართ ინფექციისგან!“, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის ხელმძღვანელი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს.

 

„აცრით იწყება თქვენი ორგანიზმის მიერ ანტისხეულების გამომუშავება (წარმოქმნა).

ეს პროცესი დროს მოითხოვს და ამასთან დამოკიდებულია ორგანიზმის ინდივიდუალობაზე.

არის სამწუხაროდ ალბათობაც, რომ საერთოდ არ გამომუშავდეს ანტისხეული. სწორედ ესაა ვაქცინის ეფექტურობის პროცენტი.

ასე რომ, აცრის შემდეგაც დაიცავით თავი და არ იქნება ურიგო, თუ 3-კვირის შემდეგ გაისინჯავთ, წარმოიქმნა თუ არა ანტისხეულები", - წერს ცნობილი ექიმი.

right_banner big_banner
არქივი