logo_geo
გია ჯაჯანიძე: ქალბატონო ნათელა, უთვალავ სიყვარულს გატანთ
- +

11 აპრილი. 2021. 01:35

 

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე, ბადრი პატარკაციშვილის დედის, ნათელა პატარკაციშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სოციალურ ქსელში წერს:

 

„მოვიდა ამ საწუთროში, აკეთა უთვალავი სიკეთე, ბევრ ადამიანს გაუხანგრძლივა სიცოცხლე, საქართველოს აჩუქა სამი არაჩვეულებრივი შვილი, შეასრულა თავისი მისია და წავიდა.

 

შეუფასებელი სიკეთით და სიყვარულით იყო სავსე.

 

როცა ბატონი ბადრი გარდაიცვალა, პანაშვიდზე უამრავი ბავშვი მოიყვანეს მშობლებმა, ის ბავშვები, რომლებსაც პატარკაციშვილების ოჯახმა სიცოცხლე აჩუქეს.

 

თქვენ ვერ წარმოიდგენთ იმ უანგარო სიკეთეს და სიყვარულს, რომელსაც ქალბატონი ნათელა ატარებდა.

 

მადლიერებას არასოდეს ითხოვდა, არც იცნობდა და ნანახიც არ ყავდა, ისე უწვდიდა ადამიანებს დახმარების გულს და ხელს.

 

მე ამ ოჯახში გავიაზრე და დავინახე რას ნიშნავს ,,სიკეთე ქენი, ქვაზე დადე და გაიარე''.

 

მე მინახავს მისი ბედნიერი სახე. როცა ის ადამიანებს აბედნიერებდა.

 

მე მომისმენია მისი დალოცვა, როგორი სიყვარულითაც ის საქართველოს ლოცავდა.

 

ქალბატონი ნათელა, ადამიანმა, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში კვალი დატოვა.

 

ქალბატონო ნათელა, თქვენ წახვედით, ჩვენ უთვალავ სიყვარულს გატანთ.

 

ეს სიყვარული და მადლიერება გაანათებს იმ გზას, რომელსაც თქვენ დაადექით.

 

მიყვარხართ“, - წერს გია ჯაჯანიძე.

big_banner
არქივი