გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არსებული სინოპტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიონის წყლის დონე საშიშ ნიშნულს უახლოვდება.
„ამასთან, არსებული ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია ჰიდროლოგიური მდგომარეობის გაუარესება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.