logo_geo
სანდრო ბრეგაძე: სასწრაფო წესით უნდა დაიწყოს დიალოგი „რიონის ხეობის მცველებთან“!
- +

12 აპრილი. 2021. 17:29

 

 

„ქართული მარშის“  ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე, რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და სოციალური ქსელით „ქართული მარშის“ განცხადებას ავრცელებს.

 

„ქართული მარშის“ საგანგებო განცხადება!

 

საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოს ძალა მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ! ეს იქნება გამოუსწორებელი დანაშაული, რომელსაც ქართველი ერი არავის აპატიებს! ხელისუფლება ხალხის მსახურია და არა დამსჯელი, ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ქართველი ერის მოთხოვნა და შეაჩეროს ჰესის მშენებლობა რიონის ხეობაში! საკუთარ ხალხთან პოლიციის ძალით მოქმედება არის გზა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ, რიონის ხეობიდან სასწრაფო წესით გაყვანილ უნდა იქნას ძალოვანი სტრუქტურები და დაიწყოს დიალოგი „რიონის ხეობის მცველებთან“! წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ გამოუსწორებელ შედეგებს, რომელზეც ხელისუფლება იქნება პასუხისმგებელი!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.

big_banner
არქივი