logo_geo
რუსკა მაყაშვილი: დიდი დრო დასჭირდა, თუმცა მთავარია რომ შეძლო ამაზე საუბარი
- +

13 აპრილი. 2021. 17:33

 

 

„ძალიან, ძალიან დიდი დრო დასჭირდა, თუმცა მთავარია რომ შეძლო ამაზე საუბარი“, - ასე ეხმაურება მსახიობი რუსკა მაყაშვილი მისი დის, ნინუცა მაყაშვილის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტს.

 

“არ ააქვს მნიშვნელობა რამდენი დროა გასული. ოდესმე, როცა მზად იქნებით უნდა თქვათ, უნდა ამოიღოთ ხმა! ყველა შენთან ერთად ვართ, შენს გვერდით, ყოჩაღ!

 

ნუ გიკვირთ რომ მოძალადეებსაც ყავთ მხარდამჭერები, ისინიც მოძალადეები არიან“, - წერს რუკა მაყაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა “რუსთავი2“-ის გადაცემა "ფარულ კონვერტში" მრავალწლიანი დუმილი დაარღვია და ყოფილი ქმრის, მსახიობ ბესო ზანგურის მხრიდან სისტამატიურ ძალადობაზე ისაუბრა.

 

ნინუცა მაყაშვილმა აღნიშნა, რომ ის წარსულში ძალადობის მსხვერპლი იყო და მასზე ყოფილი ქმარი ორცულობის დროსაც კი ძალადობდა.

 

 

big_banner
არქივი