logo_geo
რუსუდან შარაძე: მე მიყვარს რობერტ სტურუა! გეყოთ ავტორიტეტების ნგრევა და გაუფასურება!
- +

15 აპრილი. 2021. 18:02

 

 

მოკლული აკადემიკოსის გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე, რეჟისორ რობერტ სტურუას მისამართით სოციალურ ქსელში ბოლო დღეებში წარმოებულ შავ კამპანიას საკუთარ „ფეისბუქ-გვერდზე“ ეხმაურება.

 

„მე მიყვარს რობერტ სტურუა! ვაღმერთებ და სულ არ მაინტერესებს, ვინ დაიცვა, სად დაიცვა, ვინ მართალია და ვინ მტყუანი. მართლა არ ჩავძიებივარ, რადგან ღრმად მწამს, სხვისი პირადი ჩემი საქმე არაა და ურთიერთობაში, მედალს სულ ყოველთვის ორი მხარე აქვს.

 

გეყოთ ავტორიტეტების ნგრევა და გაუფასურება! პატივი ეცით უფროს თაობას, მითუმეტეს, გენიოსებს, რომლის ფრჩხილიც ვერ იქნებით, დედაბუდიანად რომ აგწონონ წინაპარ-შთამომავლობა. დატოვეთ რამე ხელშეუხებელი, თქვე წერა-კითხვის უცოდინარო ქაჯებო! მაინც საიდან მოეთრიეთ ამდენი დაჯღანული“, - წერს რუსუდან შარაძე.

 

 

big_banner
არქივი