logo_geo
ლევან რატიანი: არ მინდა ვუსმენდე და ვხედავდე ამდენ ტკივილს, ტკივილი რომელიც მიკლავს გულს...
- +

16 აპრილი. 2021. 02:34

 

 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

 

"ნუთუ ვერ ხედავ და ნუთუ არ გესმის, არ მინდა ვუსმენდე და ვხედავდე ამდენ ტკივილს, ტკივილი რომელიც მიკლავს გულს....ნუთუ ვერ დაელაპარაკები და ვერ ჩაიკრავ გულში და ეტყვი ერთად მოვაგვაროთ ეს პრობლემა, ნუთუ შენი პირადის გძლევს ასე, რომ ეს ვერ შეძლო ეს... მიდი შეძელი გთხოვ და გამონახე საერთო... შენ ეს უნდა შეძლო იცი....თუ ეს ვერ შეძელი ამ ჟამიანობისას აუცილებლად წავაგებთ ამ უთანასწორო ომს.... ღმერთო გაგვაერთიანე და ერთმანეთის ჭირ-ვარამის გულშემატკივარი გაგვხადე.... არ არის დრო მტყუან-მართლის ძიების ამ ჟამიანობისას, გაიგე, გთხოვ.... ჩვენ უპირობოდ უნდა გადავრჩეთ და შენ ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო....ღმერთი ჩვენსკენ. შენ ამას შეძლებ და გულში ჩაიკრავ მას და აპატიებ და ეტყვი ჩვენ ერთი ვართ და შენ ეს შეგიძლია და მიდი და გააკეთე გთხოვ...", - წერს ლევან რატიანი.

 

 

big_banner
არქივი