logo_geo
გიორგი ღოღობერიძე: კარგი ექიმი ის კი არ არის, ვინც 8-10 წამალს გინიშნავთ, არამედ ის, ვინც გინიშნავთ რამდენიმეს, მაგრამ ძალიან ეფექტურს!
- +

16 აპრილი. 2021. 02:57

 

 

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ხშირად პაციენტებს მკურნალი ექიმები არასაჭირო და ზედმეტ მედიკამენტებს უნიშნავენ.

 

"გული მიკვდება, როდესაც პაციენტს ზღვა რაოდენობით წამალს უნიშნავენ.

 

კარგი ექიმი ის კი არ არის, ვინც 8-10 წამალს გინიშნავთ რაღაც ერთი დაავადებისთვის, არამედ ის, ვინც გინიშნავთ რამდენიმეს, მაგრამ ძალიან ეფექტურს!

 

არ უნდა გავწიროთ პაციენტები იმდენი მედიკამენტით, რომ მიღებული წამლების რაოდენობამ ვახშმის ფუნქცია შეითავსოს.

 

ჯერ ერთი, ასე პაციენტი ფინანსურად ზარალდება და მეორეც, წამლების ამ რაოდენობისგან და წამლებს შორის რეაქციისაგან პაციენტი კიდევ უფრო მძიმდება", - წერს გიორგი ღოღობერიძე.

 

 

big_banner
არქივი